ჩუნჩხის საჯარო სკოლის დირექცია 3 პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს 
16-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მუდამ წინსვლაზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში, ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვა და შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სწორედ მიზანსწრაფული და მოტივირებული მასწავლებლების დამსახურებაა. 

მათ შორის არიან მასწავლებლები, რომლებიც პედაგოგიურ მოღვაწეობას, პროფესიული წინსვლით გააგრძელებენ. 

სკოლა ამაყია გაგვაცნოს, წარმატებული პედაგოგები: გენად აბულაძე, ლეილა თარხნიშვილი და ნინო ივანიძე

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მასწავლებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნასა და მათ წახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203