ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნული არქივის ინტელექტუალური თამაშის ფინალში იასპარეზებენ
15-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი რესპუბლიკის თემაზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებული „რა? სად? როდის?“, ნახევარფინალურ თამაშზე წარმატებით იასპარეზეს. სკოლის მოსწავლეები გვანცა დარსანია, ანი თედიაშვილი, აკაკი ურეკაძე, მიხეილ ელანდიშვილი, თორნიკე დვალაშვილი და ნათია კავსაძე 21 მაისს ფინალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.
სკოლა მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს ნანა ქუმსიაშვილს წარმატებას ულოცავს დადა ფინალში გამარჯვებას უსურვებს.
სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესება. იხილეთ ფოტოები