ეროვნული პრემიით 10-ის ნაცვლად 15 მასწავლებელს დააჯილდოვებენ - მინისტრის მოადგილის განმარტება
16-10-2023
ეროვნული პრემიით მასწავლებლების დაჯილდოების წესში ცვლილება შედის, რომელსაც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს.

საუბარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, დაწესებულ მასწავლებლის ეროვნულ დღეზე, რომელიც 27 ოქტომბერს წელს პირველად აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია -  სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

თავდაპირველი ვერსიით, ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით 10 მასწავლებელი უნდა დაჯილდოებულიყო, თუმცა  როგორც საკითხის განიხლვისას, მინისტრის პირველმა მოადილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ასეულობით განაცხადია შესული, შესაძლოა, ეროვნული პრემიით დასაჯილდოებელი პედაგოგების რაოდენობა 15-მდე გაიზარდოს.

15 ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ კანონში - დეტალები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203