დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ
15-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალის მოხალისეებთან, ბოლნისის ახალგაზრდულ იდეისა და სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად  დაბა კაზრეთში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასშტაბურმა აქციამ სხვადასხვა ლოკაცია მოიცვა, საერთო ჯამში მოგროვდა ასზე მეტი ნაგვით სავსე პარკი. 

„მადლობას ვუხდით მონაწილე ახალგაზრდებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქცია ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებას და მომავალში ნაგავი ჩაიყრება მისთვის განკუთვნილ ადგილას - ურნაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203