„ანაბასისი“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა
15-05-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლე მომღერალთა გუნდმა „ანაბასისმა“ მონაწილეობა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IV ეროვნულ კონკურსში მიიღო.

პირველი ტური ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სკოლაში გაიმართა.

გუნდი გადავიდა მეორე ტურში, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში  ჩატარდა. 

„ანაბასისის“ მომღერალები წარმატებით წარსდგნენ კომპეტენტური ჟიურის წინაშე. 

შედეგები ცნობილი  უახლოეს მომავალში გახდება.

სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს გუნდის ხელმძღვანელ უნიჭიერეს პედაგოგ თეა მიქაბერიძეს და მის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203