სავალდებულო 20-საათიან ტრენინგს მასწავლებლები შაბათ-კვირას გაივლიან
18-10-2023
თბილისის სკოლის მასწავლებლებისთვის გრძელდება რეგისტრაცია ტრენინგზე ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.

ტრენინგები გაიმართება შაბათ-კვირას, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მის: მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).

ტრენინგი აღიარებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ როგორც 20-საათიანი სავალდებულო ტრენინგი.

ბმული ტრენინგზე რეგისტრაციისთვის - https://bit.ly/34ASEOy

ტრენინგთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე - https://eiec.gov.ge/Ge/CertificateCourses/2

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” შემუშავებულია ზოგადი განათლების დაწყებითი (I-VI კლასი) საფეხურის, ასევე გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული ცნობა,  რომელიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აღიარებულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ როგორც 20-საათიანი სავალდებულო ტრენინგი, ასევე სატრენინგო მასალა შედის მასწავლებელთა სტატუსის ასამაღლებელი გამოცდების საკითხების ჩამონათვალში.

ტრენინგის მიზანია, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების მეშვეობით მასწავლებლებმა მოსწავლეებში შეძლონ ინტერესის გაღვივება, ცოდნის გაზიარება და ხელი შეუწყონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლებას დაწყებით საფეხურებზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203