გეგუთის N2 საჯარო სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადახტა. მოზარდს მოტეხილობები აქვს და გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი შესვენებაზე მოხდა, თუმცა etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორი, იზოლდა ფხაკაძე ამბობს, რომ ბავშვი გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ფანჯრიდან გადახტა, რათა სახლში წასულიყო, საკლასო ოთახი კი პირველ სართულზეა.
მოსწავლე სკოლის ფანჯრიდან გადახტა - გეგუთის სკოლის ადმინისტრაცია სამართალდამცავებმა გამოკითხეს
„პარასკევს, 6 გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლე კარიდან არ გამოვიდა...ფანჯრიდან გადახტა და შედეგად მოიტეხა ხელები, დაარტყა თავიც... ბუნებრივია, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. ბრიგადას შეაგვიანდა, მოგეხსენებათ, სოფელია და ქალაქიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, ამიტომ მოსწავლე ჩვენ გადავიყვანეთ ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში... ბაბუამისიც აქ იყო. გამოვიძახეთ პოლიცია და სამართალდამცავებსაც იგივე მოვუყევი, რაც თქვენ...
აქ სკოლის და მასწავლებლის ბრალეულობა ნამდვილად არაფერია... ბავშვი ძალიან ცელქია, არც ძალადობას ჰქონია ადგილი და არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ფანჯრიდან გადახტომა. ამდენი წელია სკოლაში ვარ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია.... მთავარია ბავშვი კარგადაა და უკვე სახლშია“.