მუხურის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელმა ლამზირა გახარიამ პრეზენტაცია თემაზე „ფაროსანა და მახვილი“ გამართა.
„მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ყურადღებით მოისმინეს ფრიად საჭირო და დროული ინფორმაცია“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
სკოლა აქტიურადაა ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში და სამომავლოდაც არაერთი ქმედითი ღონისძიებების გატარებას გეგმავს ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა ორიოდე დღის წინ საკმაოდ საინტერესო სემინარი ჩაატარა შემოერთებულ სკოლაში ამავე თემაზე, სადაც ასევე ბიოლოგიას ასწავლის.
იხილეთ ფოტოები