თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახანძრო-სამაშველო სამსახურს ესტუმრნენ
15-05-2018
თხილნარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურში იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა სახანძროს ტერიტორია დათვალიერეს. ნახეს სხვადასხვა სიტუაციაში - ტყეში, მრავალსართულიან შენობებსა და ავტოავარიების დროს გამოსაყენებელი სახანძრო ტექნიკა, აღჭურვილობა, იარაღები და ფორმები.
დავათვალიერეს სახანძრო კოშკურა, რომელიც წვრთნების დროს გამოიყენება. შეესწრნენ თუ როგორ შედის სახანძროში შეტყობინება. მოსწავლეებმა მოირგეს მეხანძრე-მაშველის პროფესია, მეხანძრე-მაშველებს კითხვები დაუსვეს და სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობა მოსწავლეებში ხანძრის თავიდან აცილების ქცევების გამომუშავების მიზნით ჩატარდა.
„სასკოლო გარემოს სწორი მოწყობა უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის გარემოს სადაც სწავლა და განვითარება კომფორტულ, უსაფრთხო და აკადემიურად მდიდარ სივრცეში ხდება. დღეს საზოგადოება ბევრჯერ დადგა სამწუხარო მოვლენის წინაშე, როცა ხანძართან უძლურია ადამიანი. ბუნებაში ხანძრის უმეტესობის გამომწვევი მიზეზიც ადამიანია და არ ფლობს მასთან ბრძოლის უნარებს. მოსწავლემ უნდა შეძლოს ხანძრის თავიდან აცილების ქცევების გამომუშავება და ხალხმრავალ ადგილებში ხანძრის დროს სწორი ქცევის შემუშავება.
ამ ქცევების შემუშავებაში აქტიურად დაგვეხმარნენ ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრე -მაშველები, მადლობა მათ საგანგებო და გადაუგებელ სიტუაციაში ოპერატიული რეაგირების უნარების შესწავლაში. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სამომავლოდ კვლავ ვეწვევით ამ კეთილ და მამაც ადამიანებს, რადგან მაშველ-მეხანძრეებთან ერთად შევუქმნათ ჩვენს პატარებს უსაფრთხო გარემო სკოლასა და ოჯახში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები