„ნუცას ბაგა-ბაღის“ აღსაზრდელთა მშობლებისთვის სხვადასხვა თემაზე ტრენინგების ციკლი იმართება
18-10-2023

„ნუცას ბაგა-ბაღში“ კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა უწყვეტი ჩართულობა ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სკოლამდელ დაწესებულებასთან თანამშრომლობა.

ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ დაიწყო მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი.

სხვადასხვა თემებზე ტრენინგები გაიმართება ყოველთვიურად. როგორც „ნუცას ბაგა-ბაღში“ აღნიშნავენ, ბავშვის სწავლასა და განვითარებაში, მშობლის უწყვეტი ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ტრენინგი უკვე გაიმართა 6 ოქტომბერს. ტრენინგის მენტორები იყვნენ - 1) თამარ ექსეულიძე - ბავშვთა განვითარების სპეციალისტი. 2) მაია ზანდუკელი - მეტყველების თერაპევტი, საკორექციო, ოლიგოფრენო პედაგოგი.

ტრენინგის თემები იყო - 1) “ბავშვთა სოციალურ-ემოციური განვითარება ადრეულ ასაკში” 2) “როგორ მოვახდინოთ მეტყველების დარღვევის პრევენცია და დავეხმაროთ ბავშვს სამეტყველო აპარატის უკეთ განვითარებაში“. 

შეხვედრა მშობლებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მათ სპეციალისტებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203