ბაღების სააგენტოს გოგი ჩიქოვანი აღარ უხელმძღვანელებს - თბილისის მერმა გადაწყვეტილება მიიღო
18-10-2023

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აღარ ჰყავს.

„ბაღებმა შესაძლოა შაბათ-კვირასაც იმუშაოს... აღმზრდელის ხელფასი 990 ლარს შეადგენს“...  - სააგენტოს ხელმძღვანელი ცვლილებებზე საუბრობს

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩიქოვანი სააგენტოს აღარ უხელმძღვანელებს, etaloni.ge-ს აღნიშნულ სტრუქტურაში დაუდასტურეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ახალი დირექტორის ვინაობა. სანამ ახალი კადრი დაინიშნება, თანამდებობას ჩიქოვანის რომელიმე მოადგილე დაიკავებს; ცნობილია რომ მას ორ მოადგილე ჰყავდა - ირაკლი თურმანიძე და დათა ფანჩულაია, შესაბამისად, რომელიმე მათგანი შეასრულებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203