თბილისის N115 საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი არ აირჩიეს
19-10-2023

საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნებმა უკმაყოფილება გამოიწვია - მიზეზი ცნობილია: რიგ შემთხვევებში, მიუხედავად რამდენიმე განაცხადისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თითო პირის „არჩევნები“ ეწყობა, რაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია და თბილისის N115 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც აღნიშნული ფაქტი თავიდანვე გააპროტესტეს.

განათლების მინისტრს თბილისის N115 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო მიმართავს

ჯერ კიდევ არჩევნებამდე, გავრცელდა სამეურვეო საბჭოს განცხადება, სადაც წევრები აღნიშნავდნენ, რომ ერთი კანდიდატის წარდგენით, მათ შეეზღუდათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, საბოლოოდ კი კენჭისყრაზე საბჭოს 10-მა წევრმა ხმა მისცა დირექტორობის მსურველის წინააღმდეგ.

რა მსვლელობა მიეცემა თბილისის N115 საჯარო სკოლის საქმეს, მომავალი გვიჩვენებს; ამჟამად, როგორც ჩვენთვის ცნობილია, შესაბამისი ოქმი უკვე გაგზავნილია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და ახლა სამინისტროს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

ზოგადად კი, ამ საკითხს კანონი არეგულირებს და როდესაც სამეურვეო საბჭო არ ირჩევს წარდგენილ კანდიდატს, მინისტრი დისკრეციის წესით ნიშნავს სკოლის ხელმძღვანელს, უფრო სწორად მოვალეობის შემსრულებელს და ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა: თუ დირექტორი სამეურვეო საბჭომ არ აირჩია, მინისტრი ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს - რა წერია კანონში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203