მარანის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - საბა დუნდუას პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
18-10-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა დუნდუა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

სკოლის დირექცია მოსწავლის წარმატებით ამაყობს.

„ვულოცავთ საბას დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. საბა, გვეამაყები!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგელბობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203