„ბუფეტში“ მოწამლული მოსწავლეების სკოლის მენეჯერის პირველი კომენტარი - კვების ობიექტი დაკეტილია
19-10-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის ბუფეტი 10 ოქტომბრიდან დაკეტილია, რადგან 9 მოსწავლე იქ ნაყიდი პროდუქტით მოიწამლა.  

როგორც სკოლის მენეჯერმა ნინო მეცხვარიშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია და ისინი სკოლაში სიარულს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ; ბუფეტი კი აღმოჩენილი დარღვევების გამო დაიკეტა.

სკოლის ბუფეტში ნაყიდი „დონატით“ 9 მოსწავლე მოიწამლა - დეტალები 

მეცხვარიშვილის თქმით, ახლა მოსწავლეებს საკვები სახლიდან დააქვთ, აქამდე კი მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა. რატომ იყიდებოდა სკოლაში მსგავსი სახის ტკიბელული? - კითხვაზე პასუხი მენეჯერს არ აქვს. როგორც თავად გვეუბნება, რეკომენდაციები, სკოლის ბუფეტში გასაყიდ და აკრძალულ საკვებსა თუ სასმელთან დაკავშირებით, სერვისის  მომწოდებელს გააცნეს. ახლა სკოლამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს, რათა „ბუფეტში“ სხვა კომპანია შევიდეს, შესაბმისად ელოდებიან განათლების სამინისტროსა და ინფრასტურქტურის სააგნეტოდან დასტურს. ნინო მეცხვარიშვილის ვარაუდით, სკოლის სასადილო  წლის დასრულებამდე გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ სავანის საჯარო სკოლაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ გასაყიდ პროდუქციაში ობის სოკოს ნორმა დადაშვებულ ზღვარს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203