პროფესიული განათლების კომპონენტის სკოლებში დანერგვაზე გიორგი ამილახვარმა მორიგი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან, ეტაპობრივად დაიწყება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე პედაგოგების მომზადება.
„გვინდა, პროფესიული განათლება დავნერგოთ საბაზო, განსაკუთრებით კი საშუალო საფეხურზე; ბუნებრივია, ეს იქნება არჩევითი და მოსწავლეები სურვილისამებრ შეძლებენ ჩართვას, თუმცა სავალდებულო კომპონენტი გახდება სასკოლო პროგრამაში“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა და დასძინა, რომ შერჩეულია დაახლოებით 150-მდე სკოლა, რომელთა ინფრასტრუქტურაც შესაბამისად გაიმართება; ასევე მოეწყობა ლაბორატორიები და გადამზადდებიან მასწავლებლები.