ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კვირეული ჩატარდა
15-05-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექტორის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით I-IV  კლასებში ინტელექტუალური კვირეული ჩატარდა.  

კვირეულის ფარგლებში ინტელექტუალური შეჯიბრი მოსწავლეთა შორის შემდეგი განრიგით გაიმართა:    

I დღე -30 აპრილი 13:10 სთ - ამავე სკოლის ინიციატივით, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში ჩატარდა, რომელიც ყველასთვის ცნობილი პროექტის - „ეტალონის“ მსგავსი წესებით გაიმართა. თითოეული პირველი კლასიდან საკლასო ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე სამი მოსწავლე ერთმანეთს შეხვდა, სულ 7 კლასიდან 21 მოსწავლე, რომელთაგან საპრიზო სამი ადგილი გადანაწილდა შემდეგნაირად:

I-ნიკა კაპანაძე, 

II-სალომე ქურდაძე,

III-დემეტრე ინასარიძე.

II დღე- 1 მაისი 13:10 სთ - მეორეკლასელთა  ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“, სადაც ერთმანეთს თითოეული მეორე კლასიდან საკლასო ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე სამი მოსწავლე შეხვდა, სულ 7 კლასიდან 21 მოსწავლე, რომელთაგან საპრიზო სამი ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:

I- გიორგი გაბელაშვილი, 

II-დიმიტრი თუმანიშვილი,

III- გიორგი ზარიძე.

III დღე- 2 მაისი 13:10 სთ - მესამეკლასელთა ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“, სადაც ერთმანეთს თითოეული მესამე კლასიდან საკლასო ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე სამი მოსწავლე შეხვდა, სულ 6 კლასიდან 18 მოსწავლე, რომელთაგან საპრიზო სამი ადგილი გადანაწილდა შემდეგნაირად:

I- მარიამ ჯაჭკაჭიშვილი, 

II-კახი კაპანაძე, 

III-ნატალი პაპოიანი.

IV დღე-3 მაისი 13:10 სთ - მეოთხეკლასელთა ინტელექტუალური თამაში „ეტალონი“, რომელიც ყველასთვის ცნობილი პროექტის - „ეტალონის“ მსგავსი წესებით გაიმართა. ერთმანეთს  თითოეული მეოთხე კლასიდან საკლასო ტურში გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე სამი მოსწავლე შეხვდა, სულ 5 კლასიდან 15 მოსწავლე, რომელთაგან საპრიზო სამი ადგილი გადანაწილდა შემდეგნაირად: 

I- ბარბარე ტორუა,

II-მარიამ ჭაბაშვილი, 

III-მარიამ ნასყიდაშვილი.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მაღალი დონე აჩვენეს. სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ სერტიფიკატები, ხოლო პროექტის სპონსორმა და პარტნიორმა ამერიკის კუთხემ საპრიზო ადგილებზე გასულ I-IVკლასის მოსწავლეებს საჩუქრად  წიგნები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203