„მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ“ - მამხუტის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მაია რეხვიაშვილი
19-10-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი მაია რეხვიაშვილი სწავლა-განვითარებას არასდროს წყვეტს, რადგან ფიქრობს, რომ პროფესიული ზრდისთვის ეს მნიშვნელოვანია. პედაგოგი მოსწავლეებს ხშირად ურჩევს, ბევრი ისწავლონ, განვითარდნენ და დაბრკოლებებს არასდროს შეუშინდნენ, პირიქით - შეცდომებზე ისწავლონ და წინ იარონ. etaloni-ge-ს ბლიც კითხვებს სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი მაია რეხვიაშვილი პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- რომ განათლების სამინისტრო სასიკეთო სიახლეებს შემოგვთავაზებს და სწავლა-სწავლების ხარისხზე აისახება.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- ბევრი წარმატებული მოსწავლე.

- მოსწავლეს რომ საგანი შეაყვარო, აუცილებელია...
- თვითონ გიყვარდეს შენი საგანი და პროფესია.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ და შეცდომებზე ისწავლონ.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- სოფლის სკოლებიც აღიჭურვოს თანამედროვე ინვენტარით და რესურსებით.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ...
- ასეთი რთული, საპასუხისმგებლო და ამავე დროს, საინტერესო, სახალისო იქნებოდა სასწავლო პროცესი.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- უწყვეტი სწავლა-განვითარება. არასოდეს შეწყვიტო სწავლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203