თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლემ გუბაზ ჩიხრაძემ კონფერენციაზე წარმატებებს მიაღწია
15-05-2018
თლუღის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გუბაზ ჩიხრაძე თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნით ტურში მონაწილეობდა. 

მას ნაშრომები წარმოდგენილი ჰქონდა ორ სექციაში - ფიზიკასა და ეთნოგრაფიაში. 

ფიზიკის სექციაში მისი თემა იყო „ბგერა ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში“ (ხელმძღვანელი: ლონდა კობახიძე), ხოლო ეთნოგრაფიაში - „კავკასიური სოჭი და სოფელი თლუღი“ (ხელმძღვანელი: ფიქრია მუსერიძე). 

ორივე სექციაში გუბაზ ჩიხრაძის ნაშრომებმა და პრეზენტაციამ მოწონება დაიმსახურა და სიგელებით დაჯილდოვდა. 

კონფერენციაზე შემფასებელი ჯგუფისა და მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ეთნოგრაფიის სექციაში წარმოდგენილმა ნაშრომმა „კავკასიური სოჭი და სოფელი თლუღი“, რომელიც აგრეთვე დაჯილდოვდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დიპლომით. 

თლუღის საჯარო სკოლა ულოცავს გუბაზს და მის პედაგოგებს და უსურვებს შემდეგ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203