ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში izrune.ge აქტიურად ჩაერთნენ
15-05-2018
ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ საიტში izrune.ge აქტიურად ჩაერთნენ. 

ტესტირებაში მეორე კლასის მოსწავლეები ანი ფილფანი, ანანო, გელოვანი, გიორგი ჭკადუა, გიგა ჭკადუა, ანასტასია ჭკადუა და ნუცა ზუმაძე მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები ტესტირებას ყოველ ხუთშაბათს მშობლებთან და კლასის დამრიგებელ, თამარ გვიჭიანთან ერთად გადიან.  

შეგახსენებთ, izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში.
მოსწავლეებს  საშუალება აქვთ  ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ტესტებში, მშობლებს კი შეუძლიათ თვალი მიადევნონ  მოსწავლეების განვითარებას, მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდა-განათლებისა და წახალისების პროცესში და იამაყონ მათი  მიღწევებით.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203