„პრობლემაა სკოლის პერსონალის ინფორმირებულობა“... - განათლების სისტემის 4 გამოწვევა
25-10-2023
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც ისაუბრა საგანმანათლებლო სისტემის ძირითად გამოწვევებზე.
ლევან იოსელიანის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება ქვეყანაში ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა;
სახალხო დამცველის განმარტებით, პრობლემაა „სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“... გარდა ამისა, იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლებისა და არაქართულენოვან სკოლებში მშობლიურ ენაზე საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობაზე:
„პრობლემაა არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მშობლიურ ენაზე დაბეჭდილი სახელმძღვანელოები“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა.