ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა
15-05-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მანანა მამულაძე თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა. მანანა მამულაძემ ბიოლოგიის სექციაში თემა - „შაქრიანი დიაბეტი ერთი ოჯახის გენეალოგიის მაგალითზე“ წაიკითხა. მონაწილეობისათვის სკოლის აღსაზრდელს სიგელი გადაეცა.
მანანა მამულაძეს ბიოლოგიას უფროსი მასწავლებელი მანანა ლემსაძე ასწავლის. იხილეთ ფოტოები