„აი ია“ - ახალსოფლის საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა
23-10-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

„აი იას“ ბავშვებმა პედაგოგ ირმა ხუხუნაიშვილთან ერთად, სიხარულით უმასპინძლეს.

„ლამაზი ფერებითა და საინტერესო აქტივობებით შემობრძანდა „აი ია“ ჩვენი სკოლის პირველ კლასში“, - გვიყვებიან სკოლაში.

გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო გაჯერებული, რომელიც პირველკლასელებმა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით შეასრულეს. ისინი ყურადღებით გაეცნენ ახალ ასოებს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

დირექტორი თამარ თოხაძე პირველკლასელებს ულოცავს „ანბანეთშიშებრძანებას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.

„ჩემო პატარებო, ირმა მასწავლებელთან ერთად გისურვებთ,  ბედნიერ და წარმატებულ მოგზაურობას ანბანეთში“, - ამბობს დირექტორი.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში აქტიურ ჩართვას სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203