ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის მოტივირებული მოსწავლე-მასწავლებლები 
23-10-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციას, მათი განწყობის ამაღლებას და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას. 

ახალი სასწავლო წელიც საზეიმოდ დაიწყო სკოლაში და ახლაც, ისეთივე შემართებაა, როგორც 15 სექტემბერს, ფერადად გაფორმებულ გარემოში, სკოლას მონატრებულ სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა. 

მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ჯერაც არ განელებულა ის ემოციები, რაც სკოლის დაწყებისას ჰქონდათ, ისინი კვლავ გაორმაგებული მონდომებითა და ენთუზიაზმით იბრძვიან საერთო მიზნისკენ. 

მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციასა და განწყობას, მათი აქტიურობა, საინტერესო სასწავლო პროცესი და მრავალფეროვანი ღონისძიებები საუკეთესოდ წარმოაჩენს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203