ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლოა უკვე მიმდინარე სასწავლო წლიდან CAT-ის გამოცდები დაბრუნდეს.
რეალურად არის თუ არა ამ გამოცდების დაბრუნების შანსი? - აღნიშნულ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ იმთავითვე ემხრობოდა CAT-ის გამოცდების გაუქმებას:
„მომხრე ვიყავი CAT-ის გამოცდები სკოლებში გაუქმებულიყო და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა შედეგად მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის შემოწმების მექანიზმი აღარ დაგვრჩა. ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავზომოთ მოსწავლეების ცოდნა“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.