თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეცნიერულ ექსპერიმენტებში მონაწილეობა მიიღეს
15-05-2018
თბილისის 103-ე საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეები თინა ქიზიყურაშვილის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტორიუმს ეწვივნენ.
პატარებს შესაძლებლობა მიეცათ ექსპონატებს ხელით შეხებოდნენ და ექსპერიმენტებში მონაწილეობა მიეღოთ. მათ ამით მეცნიერებისა და ექსპერიმენტების შესახებ წარმოდგენა შეექმნათ.
ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აზოტის შოუმ, რაშიც დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.