სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
15-05-2018
სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
კერძოდ, სათხის პირას არსებულ პარკში ომში დაღუპული გმირების ძეგლი ყვავილებით მორთეს, ასევე, 9 აპრილს დაღუპული ქართველი მეგობრების ძეგლიც არ დავიწყებიათ.
ამავდროულად, მათ ფაშიზმზე გამარჯვებაც აღნიშნეს.
ღონისძიება სკოლის ისტორიის მასწავლებლის, არმენუი ნორისრაელიანის მიერ იყო ორგანიზებული. მასში მერვედან მე-11 კლასის ჩათვლით წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ომში მონაწილე ჯარისკაცთა გმირობა პატრიოტული სიმღერებითა და ლექსებით ძალიან კარგად წარმოაჩინეს. იხილეთ ფოტოები