„სასოწარკვეთილი ვარ, მასწავლებლობისგან თავის დაღწევა მინდა“- 41 წლის მასწავლებლის წერილი 
28-10-2023

მასწავლებლების საქმიანობა რომ რთული და გამოწვევებთ აღსავსეა, ამას, ფაქტობრივად, არავინ უარყოფს. სასკოლო საზოგადოება ამ საკითხზე საუბრობს, თუმცა, ზოგჯერ, მაინც ყურადღების მიღმა რჩება ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც პედაგოგთა მენტალური ჯანმრთელობაა.

Guardian-მა გამოაქვეყნა 41 წლის მასწავლებლის ანონიმური წერილი, რომელშიც სამსახურით გამოწვეულ სტრესს აღწერს და ამბობს, რომ არც კი იცის, უკვე სხვაგან სად შეიძლება დასაქმედეს.

„სასოწარკვეთილი ვარ, მასწავლებლობისგან თავის დაღწევა მინდა. ეს სამუშაო დამღლელი და სტრესულია, ის ჩემს ცხოვრებას ანადგურებს. ათ წელზე მეტია, რაც სკოლაში ვასწავლი, სხვა სამსახურს ახლაც ვეძებ, თუმცა ნანახი ვაკანსიებიდან დამაკმაყოფილებელი არც ერთი არაა. სამუშაოების უმეტესობა, რომელთაც ჩემი უნარები და გამოცდილება შეესაბამება, შედარებით დაბალანაზრაურებადია და შემოსავლის, დაახლოებით, 50%-ით შემცირებას ნიშნავს. 

თავს ხაფანგში მომწყვდეულად ვგრძნობ. მაქვს ბევრი სასარგებლო უნარი, მათ შორის, ფანტასტიკური კომუნიკაცია შემიძლია, კრეატიული ვარ, მაქვს ძალიან მყარი IT უნარები და კოლეგიალური ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამდენი უნარისა, მაინც არ ვიცი ჩემი ადგილი სად არის და სად შეიძლება დავიწყო მუშაობა. 

ჩემი სამსახური მაავადებს, ქრონიკული თავის ტკივილი განმივითარდა, ხანდახან პანიკური შეტევები მაქვს. დანებება არ მინდა, მაგრამ თავს ვერ ვერევი“,- წერს 41 წლის მასწავლებელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203