ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქობულეთის მუზეუმში პრეზენტაცია გამართეს
15-05-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბმა „ეს ჩემი უფლებაა“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქობულეთის მუზეუმში პრეზენტაცია გამართა. 

პრეზენტაცია „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ პროექტის - „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა. 

კლუბის ხელმძღვანელი, სკოლის მსოფლიო კულტურის პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი მადონა გოგიტიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაცია 1918-2018 წლების იმ 18 ძირითად მიღწევასა და ნიშანს მოიცავდა, რის გამოც მოსწავლეები ამტკიცებენ დამოუკიდებლობის აუცილებლობას თავისუფლებისთვის. 

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი ნარგიზ ბაღიშვილი და ქობულეთის მერიის წარმომადგენელი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე.

ღონისძიება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და ითვალისწინებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიან პერიოდში არსებული პროცესების მიმართ, ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და სასკოლო ცხოვრების გააქტიურების საქმეში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203