ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის სამი წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
ლარისა კანციანს, ბორის თუმასიანსა და იულია ზაქარიანს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეები არიან.
სკოლის ყველა პედაგოგი მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.
„ეს ჯილდო მოსწავლეებს უფრო მეტად აღუძრავს მოტივაციასა და უკეთ სწავლის სურვილს“,-ამბობენ ბავშვების მასწავლებლები.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.