უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პროცესის ეფექტური განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს აკრედიტაციის მოქმედი ექსპერტებისთვის დაიწყო ატესტაცია.
ატესტაცია ტარდება ბიზნესისა და ადმინისტრირების (ვიწრო სფეროს კოდი: 041) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის შემდეგ დეტალურ სფეროებში:
ა) 0411 - საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა
ბ) 0412 - ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა
გ) 0413 - მენეჯმენტი და ადმინისტრირება
დ) 0414 - მარკეტინგი და რეკლამა
ამ ეტაპზე ატესტაცია არ ვრცელდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ - სტუდენტებზე, დამსაქმებლებსა და საერთაშორისო ექსპერტებზე.
ატესტაციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 2023 წლის 23 ნოემბრამდე ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტმა მისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ ბმულზე გაიაროს რეგისტრაცია.
„ატესტაციის პროცესში ექსპერტის მიერ არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობა წარმოადგენს ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროში ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის საფუძველს“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.