რუსთავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
15-05-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა რუსთავის სკოლებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაში -„რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა. 

სკოლის გუნდი მე-9, მე-10, მე-11 და 12 კლასის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. გამარჯვებულ გუნდს თასი გადაეცა. გუნდის წევრები ასევე სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პროექტი რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა და ახალგაზრდებში ინტელექტის ამაღლებასა და ჯანსაღი კონკურენციის დანერგვას ემსახურებოდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203