კომპლექსები, რომლებიც მასწავლებლებმა მოსწავლეებში უნდა ამოიცნონ 
27-11-2023

მოსწავლეებს ხშირად აწუხებთ კომპლექსები, რომლებიც მათ რეალიზებაში, კლასში ინტეგრირებასა და თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენაში უშლით ხელს. ამ პრობლემის აღმოფხვრაში კი, მნიშვნელოვანი როლი მასწავლებლებს ეკისრებათ. 

კომპლექსები, რომლებიც მასწავლებლებმა მოსწავლეებში უნდა ამოიცნონ? -  Etaloni.ge გიზიარებთ 3 კომპლექსს, რომელიც გავრცელებულია მოსწავლეებში.

საკუთარი თავისადმი ზედმეტად კრიტიკული 

მოსწავლეები, რომლებიც საკუთარი თავისადმი ზედმეტად კრიტიკულები არიან, კარგავენ რწმენას, რომ რამეს კარგად აკეთებენ, იკეტებიან საკუთარ თავში, არ ემეგობრებიან თანაკლასელებს, ცდილობენ განმარტოებას, ​უარს ამბობენ დაფასთან გასვლაზე და საჯარო გამოსვლებზე, ეს კი მათ ხელს უშლით, როგორც აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში, ასევე თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებაში. 

ზედმეტად გამომჟღავნებული მოსწავლეები 

ბავშვები, რომლებიც ზედმეტად აქტიურობენ, ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი ისაუბრონ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი საზოგადოებაში დამკვიდრებას ცდილობენ და არ ჰყავთ  მეგობრები, რომლებთანაც სხვადსხვა თემებსა თუ პრობლემებზე ისაუბრებენ. 

არასრულფასოვნების კომპლექსი 

ბავშვები ემოციური კომპლექსების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობენ. კომპლექსი აქვს ყველას, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ყველანაირად უარყოფენ ამას. არასრულფასოვნების კომპლექსი კი მათგან ერთ-ერთია, ის ხანდახან მეტყველების დეფექტების ქვეცნობიერ მიზეზსაც წარმოადგენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203