განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს მედიაწიგნიერების სწავლების გაძლიერების კუთხით არსებულ ინიციატივებს და სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს საგანი – მედიაწიგნიერება დაემატება.
სახელმძღვანელო ახალი საგნის მასწავლებლებისთვის
გახსნით ღონისძიებაზე, რომელსაც მასწავლებლები ესწრებოდნენ, „მედიაწიგნიერების გაკვეთილების‘‘ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა და სახელმძღვანელოს პრაქტიკული გამოყენების შესახებ სემინარი ჩატარდა.