სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ტრაპეცია“ კეთებით სწავლების მეთოდით ისწავლეს
15-05-2018

სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში პედაგოგმა დოდო ღაღაიშვილმა VIII კლასში მათემატიკაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო „ტრაპეცია“. სასწავლო პროცესს შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.

ჯგუფის წევრების განცხადებით გაკვეთილი საინტერესო იყო. პედაგოგმა გაკვეთილის მსვლელობისას კეთებით სწავლების მეთოდი გამოიყენა. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად, სხვადასხვა სახის ტრაპეციის მოდელები წარადგინეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203