ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღნიშნეს
15-05-2018
ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. 

სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ბალაბარი“ მადონა გვარამიას ხელმძღვანელობით ღონისძიება გამართა, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს. 

ღონისძიება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა“ განახორციელა. 

ინსტიტუტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ და მათ ჩართვას შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებებში. 

ღონისძიებას საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის კოორდინატორი სოფო ვეფხვაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე, ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ოლეგ ჯიბაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა 1921 წლის 17 მარტს ბათუმისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერთა საძმო საფლავი შეამკეს. 

ბათუმის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და მუსიკალურ გამფორმებელს დაჩი კალანდარიშვილს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203