თბილისის ბაღების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად კახა აბულაძე დაინიშნა
25-10-2023

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც ცნობილი გახდა სააგენტოს უფროსად კახა აბულაძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge - ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.

კახა აბულაძე ამ დრომდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოში“ მუშაობდა. იგი თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების დირექტორი იყო.

თბილისის მერიის საიტზე განთვასებული ინფორმაციის მიხედვით, ცენტრის მიზანია, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განხორციელებაში მონაწილეობა, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება, საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერა, მუნიციპალურ ახალგაზრდულ პროგრამებთან წვდომის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლებისა და სპორტულ პროგრამების მეშვეობით, ახალგაზრდების თვითრეალიზების ხელშეწყობა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, გოგი ჩიქოვანი მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ცნობისთვის წელს სააგენტოს ხელმძღვანელი უკვე მეორედ შეიცვალა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203