ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებული მოსწავლეების მატერიალური წახალისების წესში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განათლების მუშაკებზე გათვალისწინებულია მატერიალური წახალისება - ჯილდო, რომელიც გაიცემა წელიწადში ერთხელ.
აღსანიშნავია, რომ საჯარო და კერძო სკოლების საუკეთესო მასწავლებლები მაქსიმუმ 1000 ლარს მიიღებენ; იგივე თანხაა გათვალისწინებული დამსახურებულ მასწავლებლებზეც, ხოლო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგებისთვის - 625 ლარი.
„განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ:
ა) საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;
ბ) საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა;
გ) სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებზე – არაუმეტეს 625 ლარისა“;
დ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე – არაუმეტეს 1000 ლარისა“, - ნათქვამია დადგენილებაში.