დამსახურებული და საუკეთესო აღმზრდელები 625 ლარს მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში
27-10-2023

ფოთის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების, საზოგადო მოღვაწეების და განათლების მუშაკების მატერიალური წახალისების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მხედვითც გამისაზღვრა საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთათვის გადასაცემი ჯილდოს ოდენობა.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, მატერიალური წახალისებაა გათვალისწინებული სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დამსახურებული და საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგებისთვის:

განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგებზე – არაუმეტეს 625 ლარისა;

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დამსახურებულ  აღმზრდელ-პედაგოგებზე –არაუმეტეს 625 ლარისა“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203