უსახელოს საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლეები და ჭიათურობას მიძღვნილი საინტერესო პროექტი
25-10-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლა ჭიათურობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ქალაქ ჭიათურაში აღნიშნულ დღესასწაულს მრავალმხრივი აქტივობები, ღონისძიებები მიეძღვნა, რომელიც როგორც სკოლაში გვიყვებიან, სანახაობებით იყო დატვირთული.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კი სკოლის მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს.

აღნიშნული პროექტისთვის საჭირო რესურსი მოსწავლეებს სკოლის დირექციამ შეუძინა.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა - თამუნა პაპიძემ, მარი ცერცვაძემ და მე-11 კლასის მოსწავლემ, ხატია აბესაძემ, დღესასწაულზე ბავშვებს სახეები მოუხატეს. აღებული თანხით კი სკოლისათვის წიგნები შეიძინეს და ბიბლიოთეკას გადასცეს.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავს პროექტებსა და აქტივობებში. 

„ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებული ნიჭითაც გამოირჩევიან - ცეკვავენ, მღერიან, უკრავენ სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებზე. არიან თვითნასწავლი მხატვრებიც. ვფიქრობ, ჩვენს სკოლაში აღზრდილი მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ და ჩვენც ვიამაყებთ ამით“ , - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში ამბობენ, საზოგადოებისთვის ცნობილია მეცხრეკლასელი თამუნა პაპიძის ხატვის ნიჭი და შემოქმედებითი უნარები.

ამჟამად სასკოლო საზოგადოება მის მორიგ ნახატებს გვიზიარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203