ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს
15-05-2018

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლამ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ  „დედაენის  კვირეულში“, რომელიც  „ვეფხისტყაოსნის“  850 წელს  მიეძღვნა. 

შოთას პოემის უკვდავსაყოფად  სკოლამ  საკონკურსოდ მოსწავლეთა ნახატები, კალიგრაფიის ნიმუშები, ესეები  წარადგინა, მონაწილეობა მიიღო თემატურ საღამოში „ხელიხელსაგოგმანები“, თეატრალური საღამოსათვის წარადგინა სპექტაკლი (მასწავლებლები: ცარო ჭელიძე, ნათია გიორგაძე). 

მოსწავლეები საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდამჭერით დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:

მარიამ ქავთარაძე - IX  კლასი (ხატვის კონკურსი)

თინიკო ცირეკიძე  - XI კლასი (ესეებისა და კალიგრაფიის კონკურსები)

თეკლა კუკულავა - VIII კლასი (მხატვრული კითხვის საღამო)

ცარო ჭელიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი (თემატური საღამო). 

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მასწავლებელს ამ წარმატებას და მომავალში წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203