საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში იმარჯვებენ
15-05-2018
საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

კერძოდ, დედაენის დღესთან დაკავშირებით კონცერტი „სწავლის სიკეთე“ ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა თემატური ნაწარმოებები შეასრულეს. 

ასევე, მოზარდებმა ინფორმაციული ექსკურსია მოაწყვეს, რომლის ფარგლებშიც მთაწმინდის პანთეონი, ეროვნული გალერეა, სახელმწიფო მუზეუმი და ექსპერიმენტორიუმი მოინახულეს.

და ბოლოს, კონკურსები - საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დავით გერსამიშვილი ინგლისურ და ქართულ ენაში ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა; მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი დურიშვილმა კოპენჰაგენში გამართულ შეჯიბრზე ძიუდოში პირველი ადგილი დაიკავა, მესამე ადგილს კი მე-10 კლასის მოსწავლე როინ ყორღანაშვილი დასჯერდა, ხოლო სწრაფ ჭადრაკში კახეთის პირველობა ზუკა გამრეკელაშვილმა არ დათმო, რომლის შემდეგაც, მეორე ადგილზე ამავე სკოლის მოსწავლე ნინო ესიაშვილი გავიდა. 

სკოლის დირექცია მათ გამარჯვებებს ულოცავს და მეტ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203