„მშობელი დაინახავს რას სწავლობს მისი შვილი, რა იცის მისმა შვილმა“- თბილისის 211-ე საჯარო სკოლის დირექტორი
15-05-2018
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ძველი თბილისის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, რომელთა შორის იყო 211-ე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცერცვაძე.
სკოლის დირექტორის თქმით, პროექტი კარგია, რადგან მოსწავლის სწავლის პროცესში მშობელის ჩართულობას ზრდის.
„ძალიან კარგი პროექტია, რადგან ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა არის მშობელთა ჩართულობა, რამდენადაც დავინახე სწორედ მშობლის ჩართულობაზე კეთდება ეს პროექტი და რა თქმა უნდა, მშვენიერია, მშობელი დაინახავს რას სწავლობს მისი შვილი, რა იცის მისმა შვილმა, პროექტში ჩართვას ვაპირებთ“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის, სოფელ წავკისის 211-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა. სკოლაში 113 მოსწავლე სწავლობს.
სკოლის დირექტორის თქმით, სკოლის მოსწავლეების სურვილია სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის დანადგარები ჰქონდეთ.
შეგახსენებთ, izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ტესტებში, მშობლებს კი შეუძლიათ თვალი მიადევნონ მოსწავლეების განვითარებას, მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდა-განათლებისა და წახალისების პროცესში და იამაყონ მათი მიღწევებით.