„მე არ ვარ დამსჯელი“ - თამარ მახარაშვილი
07-11-2023

„პრეტენზია თუ გვაქვს, რომ ამ პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფაში ყველა უნდა იყოს ჩართული, მთელი სასკოლო საზოგადოება, ბუნებრივია, მთელი საგანმანათლებლო დაწესებულება ელოდება ისეთ მექანიზმს და დამოკიდებულებას, სადაც მას არ შეეშინდება საკუთარი სისუსტეების წარმოჩენა; ექნება მოლოდინი, რომ აუცილებლად მხარდაჭერას მიიღებს, რათა ხარისხი გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისი თქმით, თუ ავტორიზაციის გავლა ადრე დირექტორის თუ სასკოლო საზოგადოების აქტიურობაზე იყო დამოკიდებული, ახლა სისტემა ამბობს, რომ იმ სტანდარტებით, რომლითაც სკოლის შეფასება ხდება, მხარდაჭერას გაგიწევ, სად გაგაძლიერო, მე არ ვარ სადამსჯელო და ჩემი მიზანია შენი გაძლიერება.

თამარ მახარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს უნდა, თავისი რეფორმებით სკოლას მეტი ავტონომია მისცეს.

„ამიტომ, სკოლაში როდესაც გარე ხარისხის შემფასებელი შედის, ეუბნება, რა აქვს გასაკეთებელი, მას მივცეთ არა ექვსი, არამედ ცხრა წელიც, რათა შიგნით იმუშაოს საკუთარ პრობლემებზე. მას სისტემის დახმარება თუ სჭირდება, უკეთ დაინახავს, სად სჭირდება კონკრეტული რგოლების დახმარება და თვითონ თუ შეუძლია ამ პრობლემას თავი გაართვას, თვითონ მიხედოს ამ საქმეს. აი, ეს არის მთავარი მესიჯი, სათქმელი და კულტურა, რომლის შეთავაზებაც გვინდა“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, ავტორიზაცია არის მექანიზმი, რომელსაც აინტერესებს, სკოლაში, სკოლის ორგანიზმში, მის ფუნქციონირებაში და ხარისხის უზრუნველყოფაში რამდენად არის ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება – მოსწავლე, მასწავლებელი, სკოლის ხელმძღვანელი და აუცილებლად მშობელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203