ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბავშვო ბაღებში ერთი აღსაზრდელის დღიური კვებისთვის 3,3 ლარია გამოყოფილი.
ოფიციალური დოკუმენტის მხიედვით ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესში 1634 ბავშვია ჩართული. ბაგა-ბაღებში კი ჯამში, დასაქმებული 158 პირია დასაქმებული, მათ შორისა, აღმზრდელები და ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.
„თვითმმართველ ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში“ ბავშვთა კვებისათვის დადგენილია ერთ ბავშვზე 3.3 ლარი დღეში, რომელიც განისაზღვრება არასამეწარმეო იურიდიული პირის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი. (ბავშვთა კვების რაციონიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, დამტკიცებულ მენიუში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით).