2023 წლის ხონის, ონის, წალენჯიხის, ბოლნისის, ლენტეხის და ყაზბეგის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
30-10-2023
27 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2023 წლის ხონის, ონის, წალენჯიხის, ბოლნისის, ლენტეხის და ყაზბეგის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „ხონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნატა ჯაიანი

➤ „ონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - უწერის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე სალომე გობეჯიშვილი

➤ „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მალხაზ ხარჩილავა

➤ „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - კერძო სკოლა „დავითიანის“ VIII კლასის მოსწავლე ანა სირადეგიანი

➤ „ლენტეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ქრისტინე ონიანი

➤„ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა არაბული


შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:

ხონი



ონი



შენიშვნა: პირველ სამ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა კონკურსში თანაბარი 75-75 ქულა დააგროვეს, თუმცა გამარჯვებულს ამისთვის ყველაზე ნაკლები დრო 2 წუთი და 47 წამი დასჭირდა, მეორე ადგილზე გასულს 4 წუთი და 16 წამი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 4 წუთი და 25 წამი. 

წალენჯიხა



შენიშვნა: პირველ ორ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა კონკურსში თანაბარი 95-95 ქულა დააგროვეს, თუმცა გამარჯვებულს ამისთვის უფრო ნაკლები დრო 1 წუთი და 10 წამი დასჭირდა, მეორე ადგილზე გასულს კი - 2 წუთი და 4 წამი. 

ბოლნისი



ლენტეხი



ყაზბეგი




ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203