თელავის №7 საჯარო სკოლის გუნდმა კლასიკური მუსიკის ფესტივალ-კონკურსში გაიმარჯვა
15-05-2018
თელავის №7 საჯარო სკოლის გუნდმა მაია შალიკაშვილის ხელმძღვანელობით ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XI რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა მიიღო.

ფესტივალის სახელი გახლდათ „იპოვე შენი ვარსკვლავი“, სადაც გუნდმა  წარმატებას მიაღწია. 

კერძოდ, თელავის №7 საჯარო სკოლის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედლითა და შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდა. 

დირექცია მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და მეტ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203