ბათუმის „ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატში გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
27-10-2023
ქალაქ ბათუმის „ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია. 

„ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატს ამჯერად ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს. გამარჯვებულის ტიტულისთვის კი  ერთმანეთს 29 გუნდის 145 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. ჩემპიონატის დასაწყისში მოსწავლეები გაამხნევეს ბათუმის საგანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძე და ბათუმის მერიის სპორტისა და ახლაგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 



გულშემატკივრებისგან შეგულიანებული მოსწავლეები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ აქტიურობაში, მსჯელობასა და სკოლის სახელის ღირსეულ წარდგენაში: გუნდის კაპიტნები არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეს, უსმენდნენ თანაგუნდელებს და ცდილობდნენ სწორი სტრატეგიით მოეპოვებინათ უპირატესობა. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა და თავის მხრივ მონაწილეთა კიდევ უფრო მეტად შეთამამებას ცდილობდა. 

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

   

20 კითხვის დასრულების შემდგომ კი გამარჯვებული სამეულის გამოვლენის დროც დადგა:

„ბათუმის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ბათუმის N26 საჯარო სკოლის გუნდმა ზურა კაკაბაძის კაპიტნობით, რომელიც VII კლასის მოსწავლეა. გუნდმა 70 ქულის მოპოვება 120.48 წამში მოახერხა. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: დეა დარცმელიძე - VII კლასი, ლანა მახარაძე - VII კლასი, სარა მიქელაძე - VII კლასი, ელენე სურმანიძე - VI კლასი.   

მეორე ადგილზე 67 ქულით გავიდა კერძო სკოლა „ნერგების“ სკოლის გუნდი, რომელსაც VI კლასის მოსწავლე არჩილ ტოგონიძე ხელმძღვანელობდა. გუნდის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ: ანასტასა ჭაღალიძე - VI კლასი, სადრო აბულაძე - VI კლასი, მარი მიქელაძე - VII კლასი, ანრი  ჭაღალიძე - VII კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა ბათუმის N29 საჯარო სკოლის გუნდმა, რომელის კაპიტანიც VII კლასის მოსწავლე თამარ ჯაფარიძე იყო, 65 ქულის მოიპოვა. გუნდის შემადგნელობაში შედიოდნენ: თამარ ჯაფარიძე VII კლასი, მარიამ ბოლქვაძე VII კლასი, გეგა ფუტკარაძე VII კლასი, მარიამ ქადიძე VI კლასი, ნია კონცელიძე VI კლასი.        

ღონისძიება ტრადიციულად, გულთბილი საერთო მილოცვებით, საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა.

ღონისძიების სრული ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ:

„ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატი ამჯერად ბათუმში იმართება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203