9 წლის დავით ნემსაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა
15-05-2018

საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ნემსაძე გახდა. 

ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10 წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. 

დავითი ჭადრაკს 5 წლის ასაკიდან თამაშობს, მოპოვებული აქვს 40-მდე თასი და მედალი. აღსანიშნავია, რომ 9 წლის ბიჭუნა რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

ის ახლა ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ემზადება.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203