ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციზე წარმატებით იასპარეზეს
15-05-2018

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციზე - ICYS წარმატებით იასპარეზეს. 

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო XXV საიუბილეო კონფერენცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. 

კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობდნენ.

საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

1. ნიკა ფილაური - ბრინჯაოს მედალი - მათემატიკა

2. ნიკოლოზ ღვინიაშვილი - ბრინჯაოს მედალი - მათემატიკა

3. ნიკოლა კაპანაძე - ბრინჯაოს მედალი - მათემატიკა

4. მარიამ გორდაძე - ბრინჯაოს მედალი - სიცოცხლის მეცნიერებები

5. მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი - სიცოცხლის მეცნიერებები

6. ნათია კობახიძე - ბრინჯაოს მედალი - ინჟინერია

7. ნიკოლოზ ცაგარეიშვილი - ბრინჯაოს მედალი - ინჟინერია

8. გვანცა მამალაშვილი - სპეციალური სერტიფიკატი - სიცოცხლის მეცნიერებები

9. ანანო ღიბრაძე - სპეციალური სერტიფიკატი - სიცოცხლის მეცნიერებები

10. თამთა ჯაში - სპეციალური სერტიფიკატი - სიცოცხლის მეცნიერებები

11. ალექსანდრე მუსელიანი - სპეციალური სერტიფიკატი - მათემატიკა

12. ნიკოლოზ მესხი - სპეციალური სერტიფიკატი - მათემატიკა

აღსანიშნავია, რომ 3 სექციაში გამარჯვება მხოლოდ საქართველოს გუნდმა მოიპოვა. 

აღნიშნული შედეგით საქართველო გუნდურად V ადგილზე გავიდა.

სკოლა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203