ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდნენ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდნენ, გააცნეს უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები, ისაუბრეს აკადემიური განვითარების გეგმასა და სხვა მიმდინარე საკითხებზე. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ დამსწრეებს გააცნო უნივერსიტეტის მიერ მომავალში დაგეგმილი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. გაიმართა აზრთა გაცვლა უნივერსიტეტში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფის, აკადემიური მობილობის, აკადემიური პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის, სტუდენტების ჩართულობის, ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების და სხვა მიმდინარე საკითხებზე.